კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ სასამართლოს ეზოში ხელბორკილები დაიდო
კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი სიბაშვილმა თელავის რაინული სასამართლოში დღეისთვის ჩანიშნულ პროცესზე პროკურორის გამოუცხადებლობა გააპროტესტა. პროტესტის მიზნით, სიბაშვილმა სასამართლოს ეზოში ხელბორკილები დაიდო.
გიორგი ლილუაშვილი სიბაშვილის სასამართლო პროცესზე უკვე მერვედ არ გამოცხადდა, რის მიზეზადაც ტრენინგზე ყოფნას ასახელებს. გიორგი სიბაშვილი საქმის პროკურორის შეცვლას ითხოვს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
„იმ მტკიცებულებებით, რაც საქმეშია, ვერ ვიქნები პატიმარი. ბორკილები, რომელიც ხელში მიჭირავს, შემიძლია მხოლოდ მე დავიდო და მოვიხსნა, თქვენ ამას ვერ შეძლებთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ხოლო სასამართლოს უნდა მისცეთ მართლმსაჯულების აღსრულების უფლება“,- განაცხადა სასამართლოს ეზოში სიბაშვილმა. კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის მომდევნო პროცესი 2 მარტისთვის დაინიშნა.