შიდა აუდიტი მერიის სამსახურების შემოწმებას გეგმავს
უახლოეს მომავალში თბილისის მერიის სამსახურების შემოწმება იგეგმება, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ მიმდინარე წელს შევამოწმოთ ქ.თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახური. უნდა აღვნიშნო, რომ ამის შესახებ ჩვენ ერთხელ უკვე მივმართეთ ქალაქის მერიას და მათგან პასუხი მოგვივდა, რომ მასალები პროკურატურაში იყო გადაგზავნილი. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ იnფორმაციას, რამდენად არის ყველა დოკუმენტი ადგილზე, რათა სრულფასოვნად შევამოწმოთ ქ.თბილისის მერია”, – განაცხადა ლაშა თორდიამ. თორდიამ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ სამსახურს გადაწყვეტილი ჰქონდა შპს “მექანიზატორის” საქმიანობის შემოწმება, რომელიც, მისივე განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ. თორდია იმედოვნებს, რომ ამ შპს-ის შემოწმებას სასამართლო გზით შეძლებენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა პარლამეტში დღეს გაიმართა. სხდომაზე შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ გასული წლის ანგარიში წარადგინა.