ქარელში 18 წლის მოზარდი თანატოლმა ცივი იარაღით დაჭრა
შემთხვევა ქარელის პირველ საჯარო სკოლასთან მოხდა.
დაჭრილი თბილისში, არამიანცის სახელობის საავადმყოფოშია გადმოყვანილი. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. საქმე 108-ე მუხლის მიხედვით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მოზარდის დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.