შალვა ფიფია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ოფიციალური ვიზიტით პარიზში, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის სტეფან ლე ფოლის მიწვევით ჩავიდა.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შალვა ფიფია „სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა 2014-ის“ გახსნას დაესწრო. გამოფენამ წელს 40-ზე მეტ ქვეყანას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მათ შორის: ღვინო, რძის და ზღვის პროდუქტი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ბაღების ნიმუშები. „ღვინის საერთო კონკურსი“, 1964 წლიდან ტარდება, რომელშიც მონაწილეობას 3 000 – მდე ღვინის ექსპერტი და 5 000 – მდე მწარმოებელი იღებს.
“სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთო კონკურსში“ 4 000 – მდე სასოფლო-სამეურნეო პროექტი იღებს მონაწილეობას.
გამოფენის მსვლელობისას 5 000 სავაჭრო წერტილიდან ფართომასშტაბიანი გაყიდვები ხორციელდება. წარმოდგენილ ქვეყნებს ეძლევათ საუკეთესო შესაძლებლობა თავიანთი ნაციონალური პროდუქცია მსოფლიოს გააცნონ.
გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც 25 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს და ხაზი გაესვა საკუთარ ქვეყნებში საოჯახო-ფერმერული მეურნეობების განვითრებას შეუწყობენ ხელს.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ბურგუნდიის პროვინციაში მეღვინეობის კოოპერატივი და შაროლეს მეხორცული ჯიშის სანაშენე ფერმა დაათვალიერა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კოოპერაციის ხელშეწყობაა. მათივე ცნობით, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო ქ.შაბლში მევენახეობის კოოპარატივის გამოცდილების გაზიარება.
მევენახეობის აღნიშნული კოოპერატივი 1923 წელს დაარსდა და მის შემადგენლობაში 270 წევრია.
„ვფიქრობთ, მეღვინეობის კოოპერატივების შექმნა საქართველოში, კახეთის რეგიონში ეფექტიანი იქნება და მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. შაბლის აპელაციის/კოოპერატივის გამოცდილების გაზიარება ჩვენს ფერმერებს წაადგებათ. აღნიშნული კოოპერატივი კუთვნილ ქარხანაში ყოველწლიურად 9 მილიონ ბოთლს, ანუ 7 მლნ ლიტრ ღვინოს აწარმოებს“, – განაცხადა შალვა ფიფიამ. მინისტრმა შაროლეს მეხორცული ჯიშის სანაშენე ფერმაც დაათვალიერა.
„ფერმა სანაშენე ჯიშის გაუმჯობესებაზე მუშაობს, შემდეგ მთელ მსოფლიოში ყიდის საჯიშ საქონელს. მცრე ზომის შაროლეს სანაშენე მეხორცული მიმართულების ფერმა საქართველოშიც არის. ამ ეტაპზე კომპანია აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი რაოდენობის პირიტყვის ექსპორტს გეგმავს. აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ საქართველოსთან სატრანზიტო თანამშრომლობის საკითხებზე“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები