“მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა სასამართლო დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველია”
მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შესაძლოა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის “მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი” აღმოჩნდეს, აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში გააკეთა.
“ვენეციის კომისიამაც არაერთხელ მიუთითა, რომ ეს შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს დამოუკიდებლობისთვის და ასეთი დებულებები უნდა იქნეს ამოღებული როგორც კონსიტუციიდან, ისე კანონმდებლობიდან. ასე, რომ ვფიქრობ, ჩვენმა კანონმდებლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მართლაც მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს”, – განაცხადა კუბლაშვილმა.