“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ ნაწამები ლაშა არქანია: მემუქრებოდნენ, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, ოჯახის წევრები ცოცხლებიც არ მეყოლებოდა, არათუ პატიმრობაში აღმოჩნდებოდნენ, მათ შორის, ასაკოვანი დედის გაუპატიურებით მემუქრებოდნენ
“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ნაწამებმა ლაშა არქანიამ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე ისაუბრა.
არქანიას განცხადებით, ემუქრებოდნენ, რომ თუ ხმას ამოიღებდა და სიმართლის საუბარს განაგრძობდა, ოჯახის წევრები ცოცხლებიც არ ეყოლებოდა, ასევე, გაიხსენა, რომ ასაკოვანი დედის გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, მას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, მიღებული დაზიანებების გამო, ხერხემალზე ოპერაცია დასჭირდა.
“მემუქრებოდნენ, თუ ხმას ამოვიღებდი, მათივე სიტყვებით, თუ ბულინგს გავაგრძელებდი, მაშინ, ოჯახის წევრები ცოცხლებიც არ მეყოლებოდა, არათუ პატიმრობაში აღმოჩნდებოდნენ. მათ შორის, ასაკოვანი დედის გაუპატიურებით მემუქრებოდნენ, თუ ხმას ამოვიღებდი და სიმართლეზე საუბარს გავაგრძელებდი.
საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ – მე დამჭირდა ხერხემლის ოპერაცია, იმიტომ,რომ მოყენებული ტრავმის გამო დამიზიანდა მე-4 და მე-5 მალა. “წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა” უზრუნველყო მატერიალურად ოპერაცია და შესაბამისი რეაბილიტაცია, რაც დამჭირდა. ფსიქიკურად მყარად ვიყავი და დღემდე ვთვლი, რომ ჯანმრთელი ვარ [ფსიქიკურად].” – აღნიშნა ლაშა არქანიამ.