უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტს 23 თებერვლამდე წარედგინება
უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე წარედგინება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის წარდგენა 23 თებერვლამდე უნდა მოხდეს, ვინაიდან კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების 10- წლიანი ვადა სწორედ 23 თებერვალს ეწურება.
ამასთან, კვერენჩხილაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე რამდენიმე ათეული განაცხადია შესული.
“კანდიდატურების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოწოდების პროცესი 9 თებერვალს, დღის ბოლოსთვის დასრულდება. რამდენიმე ათეული კანდიდატია წარმოდგენილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამის შემდეგ მოხდება შერჩევა იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან ერთად და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის მონაწილეობით გამართულ კონსულტაციებზე იქნა შემუშავებული. ამ პროცესის დასრულების შემდეგ წარადგენს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს”, – აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.