გიორგი ვაშაძე დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს. დეპუტატი არ ასახელებს, თუ ვინ იქნება მისი კონკურენტი, თუმცა ამბობს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, თბილისელების წინაშე კონკრეტული სამოქმედო გეგმით წარდგება.
„მერის პოზიცია ეს არის კარგი მენეჯერის პოზიცია, რომელმაც უნდა მართოს ქალაქი. მე მჯერა, რომ ამ ქალაქს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, მე მჯერა, რომ თბილისი შეიძლება მართლაც გახდეს რეგიონალური ცენტრი. თბილისს სჭირდება ახალი იდეები, ახალი პროექტები იმისთვის, რომ ხალხი დასაქმდეს, შემოსავალი ჰქონდეთ და ის ბევრი პრობლემა, რომელიც აწუხებს ქალაქის მოსახეობას იყოს აწყობილი საათის მექანიზმივით,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.