დაპირისპირება პირდაპირ ეთერში – რატომ დატოვეს ირაკლი კაკაბაძემ და სოსო რობაქიძემ სტუდია? (ვიდეო)
უფლებამდამცველმა ირაკლი კაკაბაძემ და ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ პროტესტის ნიშნად გადაცემა “რეაქციის“ სტუდია დატოვეს.
სტუდიაში ერთმანეთს ირაკლი კაკაბაძე და ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნის გიორგი ცააძის დისშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კაკაბაძემ განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი მას ბოლო დღეების განმავლობაში ღიად ემუქრება. კაკაბაძის აღნიშნულ განცხადებას ცააძის ნათესავსა და მას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
კაკაბაძის განცხადებას მწვავე განცხადებით გამოეხმაურა გიორგი ცააძის და ირინა ცააძე. მან ირაკლი კაკაბაძეს ნარკომანი უწოდა და სიცრუეში დაადანაშაულა.