სერგო რატიანს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო არ უნახავს



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, 2006 წლის 2 მაისს განხორციელებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის გეგმა პირველ მაისს დამტკიცდა. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა, სადაც მასსა და ოპოზიციონერ დეპუტატ სერგო რატიანს შორის ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ცხარე დებატები შედგა.

ამასთან, თინა ხიდაშელი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ვიდეო ნანახი სერგო რატიანს. რატიანმა განაცხადა, რომ მას ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ვიდეო ნანახი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები