შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა (ვიდეო)
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა და იანოშ ჰერმანმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.