ნიშნიანიძე ხაჩიძეს: ბუსუსებიანი პრეზერვატივი თავზე უნდა წამოგაცვათ
პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სხდომაზე უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის ინიციატივას “უფასო ფულის შესახებ” განიხილავენ.
ნოდარ ებანოიძემ უმცირესობის დეპუტატს გოგა ხაჩიძეს ტაკიმასხარა უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ხაჩიძემ ებანოიძეს მიმართა: “რადგანაც ბუსუსებიან პრეზერვატივზე არ ვლაპარაკობ, ტაკიმასხარა მაგიტომ ვარ?”
სიტყვიერ შელაპარაკებაში ჩართულმა უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ ხაჩიძეს უპასუხა – “მაგ ბუსუსებიანი პრეზერვატივი თავზე უნდა წამოგაცვათ”.