უკრაინის შეიარაღებული ძალების სნაიპერმა „ბოევიკი“ პირდაპირი ეთერის დროს დაჭრა (ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ დაჭრა უკრაინის შეიარაღებული ძალების სნაიპერმა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ერთ-ერთი „ბოევიკი“ პირდაპირი ეთერის დროს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო ტელეკომპანია „როსია 24“-ს ინტერვიუს აძლევდა.
სნაიპერის გასროლა და „ბოევიკის“ დაჭრა ზახარჩენკოს ზურგს უკან მოხდა. ამ დროს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრა და წასვლა შესთავაზა. მან აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს აქვთ შანსი, ცოცხლები დარჩნენ.
„დააწყეთ იარაღი და ცოცხლები დარჩებით. პირობას ვდებ, რომ ყველანი სახლებში დაბრუნდებით“, – განაცხადა ზახარჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები