აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი პრორუსული სამხედრო დაჯგუფების წევრებმა დებალცოვოსთან ბრძოლის დროს თავიანთი მეთაური ბრძოლიდან გაიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას tvzvezda.ru ავრცელებს.
სეპარატისტებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს მობილურის საშუალებით გადაღებული ვიდეო, რომელშიც დებალცოვოსთან ბრძოლისას სამხედრო დანაყოფ „პრიზრაკის“ მეთაურის ალექსანდრე კოსტინის იგივე „ბატიას“ გადარჩენის ოპერაციაა ასახული.
რუსული გამოცემის ინფორმაციით, ე.წ. დსრ-ის მებრძოლებმა დაჭრილი „ბატია“ ბრძოლიდან გამოაპარეს, „ბეტეერში“ ჩასვეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კოსტინის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის სხვა ცნობები არ გავრცელებულა.