შვედური მედია: Sida -ს მიერ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის გამოყოფილი მილიონებით შვედეთის ხელისუფლება დაინტერესდა

შვედური გამოცემის Aftonbladet-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შვედური მსოფლიო თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) გამოყოფილი მილიონებით სააკაშვილის ხელისუფლების პროპაგანდა ფინანსდებოდა, შვედეთის ხელისუფლებაში გამოეხმაურნენ.
როგორც „რია ნოვოსტი“ შვედურ Aftonbladet-ზე დაყრდნობით წერს, შვედეთის ხელისუფლებაში გაზეთის მონაცემების კომენტირებისას განაცხადეს, რომ Sida-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას და თემის განხილვას აპირებენ.
„რია ნოვოსტი“ შვედურ Aftonbladet-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ შვედური მსოფლიო თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) გაგზავნილი მილიონობით შვედური ფული, ამერიკული ორგანიზაციების მიერ ქართულ მედიასაშუალებებში პოლიტიკური პროპაგანდისთვის დაიხარჯა. სიღარიბესთან ბრძოლისა და დემოკრატიის განვითარების დახმარებისთვის განკუთვნილი 95 მილიონი შვედური კრონი, საქართველოში მომუშავე ამერიკული ორგანიზაციების განკარგულებაში აღმოჩნდა.
Aftonbladet-ის ინფორმაციით, Sida-ს ფინანსები ასევე გამოიყენებოდა ამერიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელების სახელფასო, სამსახურებრივი მივლინებების და ვაშინგტონში ავიაგადაფრენებისთვის ანაზღაურებისათვის. 2007 წლიდან Sida-ს თანამშრომლობის შეთანხმება აკავშირებს სამ ამერიკულ ორგანიზაციასთან, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა პროექტს აფინანსებენ. ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა: National Democratic Institute (NDI), Eurasia Foundation (EF) და მისმა „შვილობილმა“ Eurasia Partnership Foundation (EPF) Sida–სგან საერთო მოცულობით 95 მილიონი კრონი მიიღეს.
შვედური გამოცემა აღნიშნავს, რომ ზემოთხსენებული სამი ორგანიზაცია საერთოდ USAID–სა და ასევე კერძო კაპიტალის შემოწირულობებით ფინანსდებიან, ასევე მათ ფინანსირებაში მნიშვნელოვან ადგილს ნავთობკომპანია Chevron–ი იკავებს. შვედური ფინანსების საეჭვო გამოყენების ერთ–ერთ მაგალითად გამოცემა ამერიკული ორგანიზაცია NDI–ის ერთ–ერთ პროექტს იხსენიებს, როდესაც 2012 წლის საქართველოს სააპარლამენტო არჩევნების და 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წელს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვის შედეგები იმდროინდელ პრეზიდენტის ძლიერ მხარდაჭერაზე მოწმობდნენ. არჩევნების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში პრეზიდენტის რეალურ მხარდამჭერთა რაოდენობა ნახევრად ნაკლები იყო იმათზე, რაც გამოკითხვებმა უჩვენეს. როგორც Aftonbladet–ი წერს, 2011 დან 2013 წლების პერიოდში Sida-ს ფული ქართული სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემებში საქართველოს ევროკავშირში უცილობელი გაწევრიანების პროპაგანდისთვის იხარჯებოდა.
“გაზეთთან მოსაუბრე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, შვედი ჟურნალისტების ანალიზთან გაცნობისას მონაცემებით გაკვირვებული დარჩა.
„თქვენ ალბათ რაღაც ისე ვერ გაიგეთ. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თანხას იღებდა სახელმწიფო ტელევიზია? ეს ჩვენ კანონებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა გაზეთის თანამშრომელ ქალბატონთან საუბრისას ქართველმა ჩინოვნიკმა. Aftonbladet–თან ინტერვიუში Sida–ს ერთ–ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა ლენა ინგელსტამმა, ჟურნალისტების ანალიზის კომენტირებისას განაცხადა, რომ „დახმარება შეფასდა, როგორც სავსებით აქტუალური“.
შვედეთის ხელისუფლებაში გაზეთის მონაცემების კომენტირებისას განაცხადეს, რომ Sida-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას და თემის განხილვას აპირებენ.
შეგახსენებთ, 12 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ექსთავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გაავრცელა მოწოდება, რომ რიგი შვედური მედიასაშულებების პუბლიკაციების საფუძველზე სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოსყიდვის მონაცემების ფაქტზე გამოძიება დაიწყოს. საუბარი ეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი და ლობისტური კომპანია „კრეაბი“, რომელსაც შვედი მინისტრი ადრე ხელმძღვანელობდა, საქართველოს წინა ხელისუფლებისგან დიდ თანხებს იღებდნენ“,- წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები