ტყიბულში სკოლას ცეცხლი გაუჩნდა – დამწვარია სკოლის ნაწილი

ტყიბულის რაიონის სოფელ ჯვარისაში გუშინ, გვიან ღამით სკოლას ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულის შედეგად სკოლის ნაწილი და შენობის მეორე სართული დაიწვა.
საჯარო სკოლას ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგადამცემ ხაზებს გაუჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაზარალებულა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნივთის დაზიანებას, ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები