გია ხუხაშვილი: კვიტაშვილს კუდით ქვას ასროლინებენ!

კვიტაშვილი  ძალიან წარუმატებელი იქნება და უკრაინაში ჩვენ ვნახავთ სოციალური რისკების გაზდას, – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს.
მისივე განმარტებით, რევოლუციებით შეცვლილი რეჟიმების და მრავალი სხვა ფაქტორის მიუხედავად, მმართველობაში გარე მენეჯმენტის შეყვანა, გარდა უკრაინისა, არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა.
„მე ვფიქრობ, ეს ექსპერიმენტი წარუმატებელი იქნება. ამიტომ, არ ვთვლი, რომ მწვავე დაპირისპირებაში უნდა შევიდეთ უკრაინასთან. ძალიან მალე გამოჩნდება, რომ იგივე კვიტაშვილი იქნება ძალიან წარუმატებელი და ჩვენ ვნახავთ სოციალური რისკების გაზდას. მისი მიმართულებით ქვების სროლასაც ვნახავთ. ჩვენთან უფრო ლოიალურად იქცევა საპროტესტო მასა და უკრაინაში ეს ასე არ მოხდება. ჩემი აზრით, კვიტაშვილს კუდით ქვას ასროლინებენ! შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესს მშვიდად ვუყუროთ და უკრაინელები თავად მიხვდებიან, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. ზღულაძის მიმართულებით ნამდვილად არსებობს პოზიტიური გამოცდილება, თუმცა უარყოფითიც ბევრი მოჰყვება ამ ყველაფერს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა “ახალ თაობასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები