თემურ ხაჩიშვილი: ხელისუფლებამ ვერც ბოკერიას და ვერც სააკაშვილს პასუხი ვერ აგებინა

„ყველაზე მთავარი დაპირებები, მათ შორის – სამართლიანობის აღდგენა – ამ ხელისუფლებამ ხალხს არ შეუსრულა, არ დასაჯა დამნაშავეები“, – აცხადებს შს ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. როგორც გენერალი გამოცემასთან აღნიშნავს, ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებული მოქლაქეებისთვის წართმეული ქონების დაბრუნება ვერ შეძლო. თემურ ხაჩიშვილი საქართველოს ახალ ხელისუფლებას მიმართავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მიიღოს მკვეთრი სამართლებრივი ზომები და თავიდან აირიდოს სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეყანაში დაბრუნების საფრთხე.
„ყველაზე მთავარი დაპირებები, მათ შორის – სამართლიანობის აღდგენა – ამ ხელისუფლებამ ხალხს არ შეუსრულა, არ დასაჯა დამნაშავეები, არ დააბრუნა წართმეული ქონება, არ შექმნა სამუშაო ადგილები! ის, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში ზის, არის ხალხისთვის თვალის ახვევა და მინდა, ხელისუფლებას მივმართო: თუ ყველა ძირითადი დამნაშავის დასჯა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანონგარეშედ გამოცხადება არ შეუძლია, თუ ვერც ბოკერიას და ვერც სააკაშვილს აგებინებს პასუხს, მაშინ, დაე, ის ვანოც გამოუშვან ციხიდან! ახალმა ხელისუფლებამ თუ ამ ინერციით გააგრძელა მუშაობა, მალე სააკაშვილის მიერ უკრაინაში დანიშნულ მინისტრებთანაც მოუწევს თანამშრომლობა“,- განაცხადა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გენერალმა თემურ ხაჩიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. როგორც გენერალი თემურ ხაჩიშვილი „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აღნიშნავს, ახალმა ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ირგანიზაციად გამოცხადება ვერ გაბედა. მან ასევე ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე, როგორც სააკაშვილის მიერ გამიზნულ ავატიურაზე საქართველოს, რუსეთისა და ოსეთის მიმართ. „ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე არასწორი გზა აირჩია და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადება ვერ გაბედა! დასავლეთის რეაქციული წრეები დღემდე მუშაობენ სააკაშვილის პიარზე და ყველა პირობას უქმნიან, რათა საქართველოში დაბრუნდეს. ამაში მათ ხელს უწყობს უკვე საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წლის მოვლენები იყო სააკაშვილის მიზანმიმართული ავანტიურა, პირველ რიგში, საქართველოსთვის, მერე უკვე, ოსებისა და რუსების წინააღმდეგ! ამას რომ ვამბობ, სულაც არ ვაკნინებ აგვისტოს ომში ქართველი მეომრების თავგანწირვასა და გმირობას, პირიქით, მათ წინაშე სააკაშვილის გუნდის დანაშაულსა და პასუხისმგებლობის აუცილებლობას ვუსვამ ხაზს”, – აღნიშნავს გენერალი თემურ ხაჩიშვილი. “ასავალ-დასავალთან” საუბრისას, ყოფილმა მინისტრმა, ვარაუდი გამოთქვა სააკიშვილისა და მისი გუნდის მოსალოდნელ ქმედებებზე უკრაინაში. “გარწმუნებთ, რომ სააკაშვილის გუნდს, რომელიც ახლა უკრაინაში მოქმედებს, თავიდან ექნება წარმატებული კარიერა, უდიდეს ფინანსებსაც მოიზიდავენ იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მოსახლეობა 9-ჯერ აღემატება საქართველოსას! დიახ, ისინი გაატარებენ იმავე პოლიტიკას – იქნება კორუფციასთან ბრძოლით შენიღბული მასობრივი დაპატიმრებები, იქნება „რუსეთის აგენტების“ გამოვლენა და მათთან ანგარიშსწორება, დაიგება ასფალტი და ეს ყოველივე, შეიფუთება თეთრი პიარით, რაზეც ასევე უზარმაზარი რესურსები დაიხარჯება“, – ამბობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გენერალი თემურ ხაჩიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები