ზურაბ ჟვანიას პირადი ექიმი: დაცვის უფროსმა ყოფილი პრემიერის ცხედართან არ მიმიშვა

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას პირადი ექიმი, ზურაბ ფაღავა აცხადებს, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ის გარდაცვლილი პრემიერის ცხედართან არ მიუშვეს.
ზურაბ ფაღავამ აღნიშნული განცხადება გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბრისას გააკეთა.
„ღამით დამირეკა სახელმწიფო დაცვის სამედიცინო სამსახურის უფროსმა გია ცანავამ,- ზურა დაიღუპა, როგორც ჩანს, უბედური შემთხვევა მოხდაო. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ზურას უცაბედი გარდაცვალება, ძალიან შევშფოთდი, სამი დღის წინათ მყავდა ნანახი, აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. მე და გია შემთხვევის ადგილზე მივედით (დაახლოებით დილის ექვსის ნახევარზე, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში გათენდა), ხალხი უკვე შეგროვილიყო. შევედით სადარბაზოში, მაგრამ ბინაში შესვლა რომ დავაპირეთ, მისმა დაცვის უფროსმა, კობა ხარშილაძემ შეგვაჩერა, ცოტა ხანს მოითმინეთო. შემდეგ ოთახში შევიდა და უკან გამობრუნებულმა გვითხრა – ჯერ კრიმინალისტები უნდა მოვიდნენო. რადგან არც კრიმინალისტების მოსვლის შემდეგ შეგვიშვეს. სახლში წავედით, ხოლო ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ უკვე ტელევიზიით მოვისმინე”, – განაცხადა ფაღავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები