ბათუმში ავტომანქანა დაიწვა
ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა და მსხვერპლიც არ მოჰყოლია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი თურქეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს ეკუთვნის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი სადენების გაუმართაობის გამო გაჩნდა.
თუ რამ გამოიწვია ავტომობილში ცეცხლის გაჩენა, ეს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით.