ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა
ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნული გზის გარკვეულ მონაკვეთებში რამდენიმე ავტომანქანაა ჩარჩენილი, რომელთა სხვა ტერიტორიაზე გადასაყვანად სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ზვავი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურთან ჩამოწვა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადების გადაადგილება მცირე დროით შეფერხდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო შექმნილი შეფერხებების აღმოსაფხვრელად მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.