დავით სერგეენკო: მზად ვართ, გრიპის გაზრდილ შემთხვევებს გავუმკლავდეთ

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობას ვირუსებთან ბრძოლის კუთხით გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზად არის, რომ გრიპის გაზრდილ შემთხვევებს გაუმკლავდეს.
„ჯანდაცვის სისტემა მზად არის, რომ ამ გამოწვევებს, გაზრდილ შემთხვევებს გაუმკლავდეს. რაც შეეხება მოსახლეობას, რეკომენდაციები არის მხოლოდ ისეთი ცალსახა, რომელიც ყოველ სეზონზეა. ეს არის, პირველ რიგში, ხელების სისუფთავის დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, რადგან ეს ყველაფერი დიდი ხნით ხელებზე ნარჩუნდება და აუცილებელია სიმპტომების აღმოჩენისთანავე ექიმისთვის მიმართვა “, – განაცხადა სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, ბოლო დროს ბავშვთა საავადმყოფოებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა. მედიკოსები დაავადებულ ადამიანებს სახლში დარჩენისკენ ან შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად სამედიცინო დაწესებულებებში მისვლას ურჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები