გადაუღებელი თოვის გამო სვანეთში 16 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გადაუღებელი თოვის გამო სვანეთში 16 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც “კვირას“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, უშგულთან და კიდევ რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზა დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა.
მისი თქმით, სპეციალური ტექნიკის დახმარებით ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზა იწმინდება და აღნიშნულ მონკვეთზე გადაადგილება თავისუფალია.
რაც შეეხება უშგულისკენ და გარესამყაროს მოწყვეტილ კიდევ რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელ გზას, ჟორჟოლიანი გზის გახსნას 8 იანვრიდან ვარაუდობს.
“მესტიაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, სოფლებში კი საფარი მეტრანახევარზე მეტია, დღეს დილიდან სპეციალური ტექნიკის დახმარებით რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდა მოხერხდა, თუმცა ინტენსური თოლის გამო გზა კვლავ ჩაიკეტა. ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი“,- განუცხადა “კვირას“ კახა ჟორჟოლიანმა.
დიდთოვლობამ საქართველოს უმეტეს რაიონში პრობლემები შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები