შსს დეკემბერში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელის დეკემბერის თვეში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერი 433 660 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 10,5 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 493 492 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 2 218 050 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,4%); ბ) ტრანზიტი – 1 110 015 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან – 6,6%); გ) სხვა – 2 165 427 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,3%).
2014 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+2,1%), აზერბაიჯანიდან (+17,2%), სომხეთიდან (+18,6%), რუსეთიდან (+8%) და უკრაინიდან (-9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 93%, 25%, 25% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსის მოქალაქეები 48% მატებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები