პატრიარქი: მეუღლე და შვილი თავისას ითხოვენ, მამა ვერ აკმაყოფილებთ და ჩნდება გაღიზიანება

თუ ადამიანს უნდა სამუშაო, მუდამ იშოვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში: “მშვიდობით, იარაღო” განაცხადა.
პატრიარქი მიიჩნევს, რომ აგრესიულმა დამოკიდებულებამ იმატა.
“რთული პრობლემები დგას კაცობრობის, ჩვენს წინაშე. ხალხს არ აქვს სამუშაო ადგილები. მაგრამ მე მაინც იმედით ვუყურებ მომავალს. მამაკაცებს რატომ უჩნდებათ აგრესია?! ოჯახს თავისი მოთხოვნილება აქვს, მეუღლე და შვილი თავისას ითხოვენ. მამა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და აქედან ჩნდება ეს გაღიზიანება. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანს უნდა სამუშაო, მუდამ იშოვის”, – განაცხადა პატრიარქმა.
პატრიარქი მიიჩნევს, რომ არც ერთი სამუშაო არ არის სათაკილო და კარგი იქნება, თუ ხალხი, თუნდაც მიწის დამუშავებას დაუბრუნდება.
უწმინდესმა აღზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და მკვლელობას არ ჩაიდენს, არც შეურაცხყოფას მიაყენებს. ისევ მივდივართ აღზრდაზე, როგორ ვზრდით შვილს, როგორი დამოკიდებულებაა შვილებსა და მშობლებს შორის. გარემოსაც აქვს მნიშვნელობა და, რა თქმა უნდა, ესეც უარყოფითად მოქმდებს”, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, კარგი იქნება, თუ ხალხი თუნდაც მიწის დამუშავებას დაუბრუნდება.
“მიწის დამუშავება მე ვფიქრობ შემოსავლის მიზნითაც კარგია და ამავე დროს მიწა მკურნალია ადამიანის. თვითონ ადამიანი მიწისაგანაა შექმნილი, მიწა არის ჩვენი ნაწილი და ჩვენ ვართ მისი ნაწილი”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები