ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეს მიეძღვნა.
”მოგზაურობა დროში” – ნანი ბრეგვაძის სასცენო მოღვაწეობის პერიოდები მისმა ქალიშვილმა ეკა მამალაძემ და შვილიშვილმა ნატალია ქუთათელაძემ თეატრალიზებული საღამოს სცენაზე გააცოცხლეს.
საუკუნის კონცერტად წოდებულ საღამოზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები