„პრემიერის წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაცები“ უსუფაშვილს, ალასანიას და მარგველაშვილს განიხილავენ“

  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი დასაყრდენი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციაში მოკავშირედ გავლენიან პოლიტიკოსებს განიხილავს, – ამის შესახებ სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს გამგეობის წევრი ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„პრემიერისა და მისი დასაყრდენი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაცები“ განიხილავენ კოალიციაში გავლენიან პოლიტიკოსებს, მაგალითად, დავით უსუფაშვილსა და ირაკლი ალასანიას. ასევე თვლიან, რომ მათი ფარული მოკავშირე შეიძლება გიორგი მარგველაშვილიც იყოს,“ – აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.
მისი თქმით, ეს საკითხი საზოგადოებაშიც აქტიურად განიხილება. ზოგი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელები და ღარიბაშვილი თანამშრომლობენ, სინამდვილეში ვერ იტანენ ერთმანეთს და ალასანიასაც არ ეხატება გულზე ღარიბაშვილი, ისევე, როგორც პრემიერი არ არის აღფრთოვანებული მისით. როგორც ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, „ნაცმოძრაობას“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც სერიოზული დასაყრდენი ჰყავს და არსებობს კონტინგენტი, რომელიც დღემდე ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს სვამს.
„მაგალითად კუდ-ის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც ყველანაირი დავალების შესასრულებლად მზად იყო, ახლაც დიდმოხელეა. ეს კონტინგენტი არსებობს და ვიცი, რომ დღემდე ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს სვამენ,“ – აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი და აღნიშნავს, რომ აქვს სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაცია, თუ როგორ ეხმარებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმის შემუშავებაში უცხოელი მრჩევლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები