ხორცი სასაკლაოს გვერდის ავლით იყიდებოდა

  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა თბილისში, ვორონინის ქუჩაზე, ხორცის სარეალიზაციო ობიექტიდან 130 კგ ხორცი ამოიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცს არ ჰქონდა სათანადო დოკუმენტაცია, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქონელი სასაკლაოს გვერდის ავლით, ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე დაკლეს და საეჭვოა მისი წარმომავლობა. გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, პირი ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 300 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები