დაღუპული მეომრის მეუღლე: იმისთვის წავიდა, რომ საქართველო დაეცვა
ფრონტის ხაზზე იმიტომ წავიდა, რომ უკრაიასთან ერთად საქართველო დაეცვა, – ამის შესახებ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში დაღუპული ქართველი სამხედროს ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლე ქრისტინე სვანიძე აცხადებს. ქრისტინე სვანიძის თქმით, მისი მეუღლე უკრაინაში თავისი ნებით საკუთარი სამშობლოს დაცვის მიზნით წავიდა. “თავისი სურვილით წავიდა, ამბობდა… საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, რომ არ წავიდე და იქ არ დავდგეო. მე მხოლოდ უკრაინისთვის არ მივდივარ, მე მივდივარ საქართველოსთვის იმიტომ, რომ მტერი მერე ჩვენ მოგვადგებაო. იმისთვის წავიდა, რომ საქართველო დაეცვა უკრაინასთან ერთად”, – აცხადებს დაღუპული მეომრის მეუღლე ქრისტინე სვანიძე.
ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, ერთ-ერთმა პოლონელმა ჟურნალისტმა გაავრცელა. საქართველოს მოქალაქე სეპარატისტებთან მომხდარ ბრძოლას ემსხვერპლა. მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში შეტაკებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, “კვირას” უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა დაუდასტურეს.
ქართველ დაღუპულ მებრძოლს ლუგანსკის ოლქიდან კიევში ხვალ გადაასვენებენ.