ბესიკ ქარცივაძემ ორ სამედიცინო დაწესებულებასთან მემორანდუმი გააფორმა

გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ ორ სამედიცინო დაწესებულებასთან, შპს ,,აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისთან,“ (ხელმძღვანელი პროფესორი ავთანდილ იმედაძე) და შპს ,,ახალ მზერასთან“, (ხელმძღვანელი ტარიელ თოდუა), მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის მიზანია გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული მიმართვის საფუძველზე ამავე რაიონში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე, პენსიონერებსა და ვეტერანებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც გამონაკლისი წესით საჭიროებენ უფასო გამოკვლევებს.
“აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ და კლინიკა ,,ახალი მზერა“ მათ 3 თვეში ერთხელ მაღალკვალიფიციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად 19 სხვადასხვა პროფილის სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას საცხოვრებელ ადგილზე მისვლით უსასყიდლოდ აღმოუჩენს. მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო სხვადასხვა კლინიკის სამედიცინო პერსონალი, ,,თბილისზე მზრუნველის“ წოდების მქონე ბიზნესმენი თემურ გოცირიძე. გლდანის რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები