უკრაინაში ქართველის დაღუპვა “კვირას” გარდაცვლილის თანამებრძოლმა დაუდასტურა
გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში შეტაკებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, “კვირას“ უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა დაუდასტურეს.
“კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ 30 -წლამდე მამაკაცი ქართული ლეგიონის წევრი იყო და უკრაინაში დაახლოებით სამი თვეა იბრძოდა.
“კვირასთავის“ ცნობილი გახდა დაღუპულის ვინაობა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულის ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ ჯერ არ იციან. ამიტომ კვირა თავს იკავებს დაღუპული ქართველი მებრძლის სახელის და გვარის დასახელებისგან. ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, ერთ-ერთმა პოლონელმა ჟურნალისტმა გაავრცელა. არსებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქე სეპარატისტებთან მომხდარ ბრძოლას ემსხვერპლა. საქართველოს საგარეო უწყებაში ინფორმაციას ამოწმებენ.