სემეკ-მა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა
სემეკ-მა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, მთლიანობაში 37 528,32 ლარი ჩამოაწერა.
როგორც „კვირას“ სემეკი-დან აცნობეს, მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე კვირის საჯარო სხდომაზე იმსჯელა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ფეისბუქის გვერდზე, ან ტელეფონის ნომერზე: – 242 01 80.