ანა მიქაუტაძე: როდესაც კარვები გავშალეთ, შემოწირულობებს მოქალაქეებისგან ვიღებდით

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი ანა მიქაუტაძე, კობა ნაყოფიას მიერ კომიტეტის დაფინანსების თაობაზე ინფორმაციის გამავრცელებლებს ფაქტების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. მიქაუტაძის თქმით, ვინმე რომ აფინანსებდეთ, კომიტეტი იმ მდგომარეობაში არ იქნებოდა, რა მდგომარეობაშიც დღეს არის.
“ეს უკვე ცილისწამებაა, დადონ ფაქტები. დოკუმენტები დადეს, თუ ჭორებს ავრცელებენ? როცა გვეგონა, რომ აფეთქებისგან დავიხსენით საყდრისი, ყველა პარტიასთან მივედით მხარდაჭერისთვის და, სხვათა შორის, მაშინ არც “ნაციონალურმა მოძრაობამ” და არც „ოცნებაში“ შემავალმა პარტიებმა დოკუმენტზე ხელი არ მოგვიწერეს.
ასე, რომ „ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა” საყდრისთან მიმართებაში ერთ მხარეს დადგა. ჩვენ ვიღაც რომ გვაფინანსებდეს, ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვიქნებოდით. რაში გვჭირდება დაფინანსება? ჩვენ თბილისში ვაწყობდით აქციებს. 14 აპრილიდან, როდესაც კარვები გავშალეთ, ვიღებდით შემოწირულობებს მოქალაქეებისგან და იქ იყო “პატრიოტთა ალიანსიც”. პირადად მე ჩამიტანია ჩემი ფულით საკვები. კობა ნაყოფია ჩვენ არასდროს არ გვინახავს. ირაკლი მამალაძეს უთქვამს რაღაც ნაყოფიაზე თითქოს და როდესაც ჩვენ ვკითხეთ ამაზე, მან კატეგორიულად უარყო და გვითხრა, არ მითქვამს მსგავსი არაფერიო”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები