„წინაა პროცედურები, რომელმაც შესაძლოა, სააკაშვილი იმ სასამართლომდე მიიყვანოს, რომლის გვერდითაც რატიფიცირება მოხდა“
ჩვენი პერსპექტივა არის უკეთესი ხვალინდელი დღე – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. მან მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა.
დეპუტატის განცხადებით, წინ არის ის პროცედურები, რომელმაც შესაძლოა, სააკაშვილი მიიყვანოს იმ სასამართლომდე, რომლის გვერდით რატიფიცირების პროცესი იმართებოდა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის რატიფიცირების პროცესზე მიმწვევი მისი მეგობრები არიან და არა ევროპარლამენტი.
“ჩვენი პერსპექტივა არის უკეთესი ხვალინდელი დღე და ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა, იცხოვროს ევროპული ფასეულობებით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.