„ქართველ ხალხს პოზიტიური ცვლილებები სჭირდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებებს”
ევროკავშირის საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე მსჯელობისას ლიტველმა ევროპარლამენტარმა ”სოციალ- დემოკრატების” პარტიის წევრმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხს საერთაშორისო მხარდაჭერა და პოზიტიური ცვლილებები სჭირდება.
”აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არსებული პრობლემა აქტიურ დაკვირვებას საჭიროებს. ევროკავშირმა ასევე უნდა ითამაშოს აქტიური როლი კორუფციის დამარცხების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პრესის თავისუფლების და უმცირესობის დაცვის კუთხით, რათა საქართველომ ევროკავშირთან ასოცირება განახორციელოს. იმედი მაქვს, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები მოხდება, გაიზრდება ვაჭრობა, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილები და მოხდება სავიზო რეჟიმის გამარტივება. ძვირფასო კოლეგებო, ქართველ ხალხს პოზიტიური ცვლილებები სჭირდება და იმედი მაქვს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ასეთ ცვლილებებს”,- განაცხადა მამიკინსმა.