“ლუფთჰანზას” თანამშრომლების გაფიცვის გამო, თბილისი-მიუნხენისა და მიუნხენი-თბილისის ავიარეისები არ შესრულდა
ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” თანამშრომლების გაფიცვის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისი-მიუნხენისა და მიუნხენი-თბილისის ავიარეისები არ შესრულდა.
კომპანია “ლუფთჰანზამ” მგზავრები გერმანიაში სხვადასხვა რეისით გაამგზავრა.
კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირდაპირ ფრენებს 4 დეკემბრიდან განაახლებენ. მსოფლიოს მასშტაბით „ლუფთჰანზამ“ საჰაერო რეისების დიდი ნაწილი გადადო. ამის მიზეზი ავიაკომპანიის თანამშრომლების მასშტაბური გაფიცვა გახდა. პილოტები წინასაპენსიო ასაკში ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმამენტული აქციებით იმუქრებიან.