ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეიტანა

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და თსუ-ს ყოფილმა რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეიტანა. “უკრაინსკაია პრავდას” ჟურნალისტის, სერგეი ლეშენკოს ინფორმაციით, ამის შესახებ თავად კვიტაშვილმა ფრაქცია “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” სხდომაზე განაცხადა.
კვიტაშვილი ფრაქციის სხდომაში საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილესთან – ეკატერინე ზღულაძესთან ერთად მონაწილეობდა. ზღულაძე შესაძლოა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს, ხოლო კვიტაშვილს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში მოუსმინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები