ირინა იმერლიშვილი ლაფანყურის საქმის გამოძიების პროცესში შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებას ითხოვს

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიების პროცესში კარგი იქნება, თუკი პერიოდულად შუალედური ანგარიში გამოქყვეყნდება.
აღიშნულის საჭიროების მიზეზად იმერლიშვილი საქმისადმი საზოგადების მაღალ ინტერესს ასახელებს.
„საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არის ძალიან მაღალი, ამიტომ ვისურვებდი, პროკურატურამ შუალედური ანგარიშები წარადგინოს ხოლმე, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და როგორ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, ძალიან კარგად მესმის, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და საზოგადოებას გამოძიებასთან დაკავშირებით ყველა დეტალს ვერ მოახსენებენ“, – განაცხა ირინა იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები