ბათუმში ბიზნესმენი მოკლეს
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე საკუთარ ბინაში ევგენი კოზლოვიჩი მისმა ახლობლებმა მოკლული იპოვეს.
როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ კრიმინალისტები და სამართალდამცველები. მკვლელობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა. ცხედარს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
40 წლამდე ასაკის ბიზნესმენი ევგენი კოზლოვიჩი ბათუმში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მისი მეუღლე და შვილი ბოლო პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდნენ. ცხედარს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბიზნესმენის მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.