ზაალ კასრელიშვილი: ირაკლი ალასანია არაჯანსაღი ამბიციებით სავსე ადამიანია

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ პრეზიდენტის, ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, მას ირაკლი ალასანიაზე საუბარი აღარ სურს. როგორც კასრელიშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, წაქცეულ კაცზე ამდენი შეტევა მიუღებელია.
კასრელიშვილი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით თევზაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ ალასანიას არ გადააყენებდნენ, შესაძლოა, მას პოლიტიკური ამბოხი მოეწყო. კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანია არაჯანსაღი ამბიციებით სავსე ადამიანია და მიზნის მისაღწევად ყველაფერს იკადრებს.
„ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგი პირველებმა ჩვენ დავიწყეთ. მაშინ, როცა მთელი საქართველო ალასანიას აქებდა, ჩვენ მას ობიექტურად ვაკრიტიკებდით. ხშირად გვიწევდა მისი კრიტიკა, თუმცა ობიექტურობის ჩარჩოდან არასოდეს გამოვსულვართ და არც ღირსება შეგვილახავს ვინმესთვის. ახლა ყოფილი თავდაცვის მინისტრი წაქცეულია. წაქცეულ კაცზე კი ამდენი შეტევა მიუღებელია. ირაკლი ალასანია არაჯანსაღი ამბიციებით სავსე ადამიანია. მისნაირები მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერს კადრულობენ. ჩვენ გვგონია, რომ ისიც რაღაცას იკადრებდა. მაგ კაცს ღირსების ოფიცრის მანერები არ გააჩნია, ამიტომაც არაფერს გამოვრიცხავ“,- განაცხადა კასრელიშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები