ასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდება? – პრეზიდენტს ასლან აბაშიძის შეწყალებას სთხოვენ

  ასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდება?- ამ სათაურით გამოცემა “კვირის პალიტრის“ საიტზე არასამთავრობო ორგანიზაცია”ასლან აბაშიძის მხარდამჭერი საზოგადოების”, თავმჯდომარესთან ავთანდილ გადახაბაძესან ინტერვიუს აქვეყნებს. გადახაბაძე ინტერვიუში ადასტურებს, რომ ასლან აბაშიძე საქართველოში დაბრუნების რეალური სურვილი აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია”ასლან აბაშიძის მხარდამჭერი საზოგადოება “, საქართველოს პარლამენტს მიმართავს, 2004 წლის მაისში აჭარში განვითარებული მოვლენები სამართლებრივ-პოლიტიკურად შეაფასოს.
“მე გახლდით ” ჩვენი აჭარის ” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ძირითად პლაცდარმს წარმოადგენდა , ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ წლების გადმოსახედიდან, მე მას ბოდიშს ვუხდი და რასაც მე ახლა ვაკეთებ, არის ასლანის წინაშე მორალურ-ზნეობრივი ვალი. არ შეიძლება მემედ აბაშიძის შვილიშვილი, რომლის ძალისხმევითაც აჭარა სამშობლოს დაუბრუნდა და თავად ასლან აბაშიძესაც, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს 90-იანი წლების საქართველოს მთლიანობის შენარჩუნებაში, ქვეყნიდან განიდევნოს. თუ კი პარლამენტი არ გაიზიარებს ჩვენს მოწოდებას, ის აღმოჩნდება საკუთარი მოსახლეობის პირისპირ. შევეცდებით, ეს გადაიქცეს სახალხო მოთხოვნად. გვრჩება მეორე გზაც: ასლან აბაშიძის დასაბრუნებლად საჭიროა პრეზიდენტის შეწყალებაც, რადგან სხვა სამართლებრივი გზა არ არსებობს. საქართველოს პრეზიდენტს ასლან აბაშიძის შეწყალების მოთხოვნით მივმართავთ“, – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები