ამერიკის სენატმა მოქალაქეების თვალთვალის შეზღუდვის შესახებ კანონს მხარი არ დაუჭირა
ამერიკის სენატმა ეროვნული უშიშროების სააგენტოს უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ კანონს მხარი არ დაუჭირა. დადებითი შეფასებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას 2 ხმა დააკლდა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონს ხმა 58-მა სენატორმა მისცა, წინააღმდეგი კი 42 სენატორი იყო.
თავისუფლების ამერიკული აქტის მომხრეებს, რომელთა შორის „ლიბერალ-დემოკრატები“ და „ლიბერალ – რესპუბლიკელები“ არიან, იმედი ჰქონდათ, რომ საზოგადოებას აღაშფოთებს ინფორმაცია ტელეფონების მასობრივი მოსმენებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის ინტერნეტში პირადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ.
„რესპუბლიკელი“ სენატორების ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების სააგენტოს უფლებამოსილებების შეზღუდვა არ მისცემს ტერიტორიების დაკავების შესაძლებლობას, რომლებმაც აშშ-ს მოქალაქე პიტერ კესიგი მოკლეს. კესიგი „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ 16 ნოემბერს მოკლა. ცნობილია, რომ ის სირიაში ჰუმანიტარული დახმარებით დააკავეს. კანონპროექტის თანახმად, ხელისუფლებას აღარ შეეძლება საუბრების ჩანაწერების დიდი რაოდენობის შეგროვება და შენახვა. ამით მსხვილი სატელეფონო კომპანიები უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულები, ხელისუფლებას კი, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებოდა, გარკვეული საუბრის ჩანაწერი მოეთხოვა, თუ, მთავრობის აზრით, ეს ინფორმაცია რამენაირად ტერორიზმთანაა დაკავშირებული. თავისუფლების ამერიკული აქტი 2013 წლის ოქტომბერში მიიღეს. ის ზღუდავს იმ სახელისუფლებო პროგრამების უფლებამოსილებას, რომელთა დახმარებით სპეცსამსახურების თანამშრომლები აშშ-ს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. 14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ მსუბუქი ძრავების მქონე თვითმფრინავებზე მომხმარებლების სატელეფონო მონაცემების სკანირების მიზნით გადამცემები გამოიყენა. ეს სისტემა ფედერალური მარშალების სამსახურმა დამნაშავეების საპოვნელად 2007 წლიდან გამოიყენა. 2013 წელს აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა ჟურნალისტებს ინფორმაცია და იმის მტკიცებულებები გადასცა, რომ აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოები ქვეყნის მოქალაქეების ზარებს უსმენენ. სამშობლოში სნოუდენს ჯაშუშობა დააბრალეს, ახლა კი ის რუსეთში იმყოფება, სადაც მას 3 წლით დროებითი საცხოვრებელი მოწმობა გადასცეს.