ცესკოს წევრების შესარჩევ კონკურსში 18 კანდიდატი დარეგისტრირდა

ცესკოს წევრების კანდიდატურების შესარჩევ კონკურსში 18 კანდიდატურიდან პარლამენტმა მხოლოდ ერთი უნდა აირჩიოს – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდეტთან შეხვედრისას წარმოდგენილი 18 კანდიდატის დოკუმენტები არ განუხილავთ. „დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. ცსკ-ს კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში, რომელიც 4 ნოემბერს გამოაცხადა, 18 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი უნდა შეირჩეს. ამ ეტაპზე 18 განაცხადია შემოტანილი. ამ ეტაპზე წარმოდგენილი კანდიდატურები არ განგვიხილავს. მომავალი შეხვედრა პარასკევს ჩაინიშნა, სადაც იქნება უფრო შინაარსობრივი განხილვა. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ორ ან სამ კანდიდატს წარუდგენს პრეზიდენტს. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი ორ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, საიდანაც პარლამენტი ერთ კანდიდატს აირჩევს“, – განცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს განიხილავდნენ. საარჩევნო ადმინიტრაციის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრებს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. პრეზიდენტის კვოტით ცესკოში სულ 5 წევრია. საარჩევნო ადმინისტრაციაში პროფესიული ნიშნით შესულ ერთ კანდიდატს ვადა დეკემბერში, ორს კი იანვარში ეწურება. მომავალი წლის ზაფხულში უნდა შეიცვალოს ცესკოს მდივანი და ყველაზე სტაჟიანი წევრი გიზო მჭედლიშვილი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2005 წლიდან მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები