ურეკში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ავტობუსი ამობრუნდა – არიან დაშავებულები

გურიაში, ურეკში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, თურქეთიდან მომავალი სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი ამობრუნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.
დაშავებული მგზავრები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები