მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
ორი წლის ირანელი გოგონა, რომელიც წერეთლის გამზირზე მე-6 სართულიდან გადმოვარდა, იაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება. ამ დროისთვის ექიმები არ აკონკრეტებენ, თუ როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია. თბილისში, წერეთლის გამზირზე მცირეწლოვანი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, არსებული ინფორმაციით, ბინაში მარტო იყო დატოვებული. შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.