თბილისში 3 წლამდე ბავშვი მეექვსე სართულიდან გადმოვარდა
თბილისში, წერეთლის გამზირზე, მცირეწლოვანი მე-6 სართულიდან გადმოვარდა. ამ დროისთვის 3 წლამდე ასაკის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
“კვირას” მომხდარი ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს.