კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრულ – ინსპექტორი დაიღუპა

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი გოჩა ომსარაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, საქმეს პროკურატურა იძიებს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გოჩა ომსარაშვილი, რომელიც ავტომობილს თავად მართავდა, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობისთვის გაჭრილ თხრილში გადავარდა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები