აჭარაში უბედურმა შემთხვევამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

აჭარაში, ხელვაჩაურში, მშენებარე ობიექტზე უბედური შემთხვევა მოხდა. მშენებლობაზე მომუშავე მამაკაცს ბეტონის გადასატუმბი მოწყობილობა დაეცა, რის გამოც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ობიექტის მეპატრონე.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები