ბორჯომში 4 არასრულწლოვნის დედა გარდაცვლილი იპოვეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიკანში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გარდაცვლილი ირინა გელაშვილი ოთხი არასრულწლოვანი შვილის დედა იყო.
ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღიძრა. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.