ბრაიზა: ღარიბაშვილმა ტრანსატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის ერთგულება დაადასტურა, რაც მნიშვნელოვანია ეჭვების გასაფანტად
ვაშინგტონის წამყვანი მოაზროვნეები უკვე შიშობენ, რომ ირაკლი ალასანიას თანადამდებობიდან გათავისუფლება არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანების გზიდან უხვევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამავე დროს, პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე ერთგულება ტრანსატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმოშობილი ეჭვების გასაფანტად.
“ვაშინგტონის წამყვანი მოაზროვნეები უკვე შიშობენ, რომ ირაკლი ალასანიას, მოგვიანებით კი ალექსი პეტრიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანების გზიდან უხვევს. კურსის ასეთი ცვლა ზიანს მიაყენებს ევროკავშირსა და ნატო-სთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე, მის სტრატეგიულ კავშირებს დასავლეთ აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან”,-განუცხადა “პირWელს” მეთიუ ბრაიზამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია 4 ნოემბერს გადააყენა. მოგვიანებით გადადგომის შესახებ განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ გააკეთეს.